Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 34 იძულებითი ღონისძიებები. 1. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს იძულებითი ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო, სანებართვო ან სარეგისტრაციო პირობების ან/და შეზღუდვების დარღვევის ან არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის აღმოჩენის შემთხვევაში. 2. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, სარეგისტრაციო ან სალიცენზიო, ან სანებართვო პირობის ან/და შეზღუდვების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებები. 3. მარეგულირებელი ორგანო გამოვლენილი დარღვევის აღმოსაფხვრელად ადგენს გონივრულ ვადას და წერილობით ატყობინებს დამრღვევს. 4. მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია რეგისტრაციის ან ლიცენზიის მფლობელს, რომლის საქმიანობამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობას ან/და დააბინძუროს გარემო, დაუდგინოს დამატებითი პირობები/შეზღუდვები ან/და გაუუქმოს რეგისტრაცია ან/და ლიცენზია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 34 5. მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრის და სააღსრულებო ფურცლის) ფორმებს, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესებს ამტკიცებს მინისტრი. 6. არაავტორიზებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონით. |