FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  27

ინფორმაციის შენახვის წესი და ვადები.
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ინფორმაცია (დოკუმენტი) და ჩატარებული ანალიზის შედეგები, აგრეთვე კლიენტის ანგარიშთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და საქმიანი კორესპონდენცია საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტიდან ან ერთჯერადი გარიგების დადებიდან 5 წლის განმავლობაში.
2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით შეინახოს გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც გარიგების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოძიების საშუალებას იძლევა, გარიგების მომზადებიდან, დადებიდან ან შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში.
3. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია შეინახოს ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი ანგარიშგება და სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) და ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული წერილობითი მითითება და წერილობითი ოქმები 5 წლის განმავლობაში.
4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაიზარდოს სამსახურის ან საზედამხედველო ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლით.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  27

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.
6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით შექმნას მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების სათანადო ელექტრონული სისტემა ამ მუხლის შესაბამისად ინფორმაციის (დოკუმენტის) შენახვის მიზნით, დაკავშირებული გარიგებების, უჩვეულო გარიგებისა და საეჭვო გარიგების გამოსავლენად.