FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

article  30

კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის  შეჩერება და განახლება.
1. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია შეჩერდება  ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან:
    ა) კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობისას;
    ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე საპატიო მიზეზით (საავადმყოფოში, სანატორიუმში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნის გამო) გამოუცხადებლობისას;
    გ) პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას;
    დ) სხვა საფუძვლის არსებობისას, თუ იგი ამ კანონიდან გამომდინარეობს.
2. კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და ანაზღაურდება მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა კომპენსაციის/ სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შეჩერების დღიდან:
    ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიმღები პირის მიერ კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის შემდეგ;
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

article  30

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმეორებითი დადგენისა და კომპეტენტური ორგანოსთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის განახლების თაობაზე განცხადებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ; ამასთანავე, თუ ხელახალი შემოწმების დროს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის სხვა სტატუსი, მაშინ წარსული დროისათვის კომპენსაცია გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის წინა სტატუსის მიხედვით. სხვა საპატიო მიზეზები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით;
    გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განცხადებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) წარდგენის შემდეგ.