Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 15 შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის პრივატიზების წესი. 1. საბიუჯეტო სახსრების ეფექტურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად ან შენობა-ნაგებობიდან მომდინარე მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია აუქციონის ფორმით უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მისი ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პრივატიზება, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ მიწის ნაკვეთი რჩება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში. 2. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის დემონტაჟის მიზნით პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება მთავრობის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. შენობა-ნაგებობის (ნაგებობების) ან/და ნანგრევის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. |