FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  18

მეზღვაურის მიტოვება.
1. მეზღვაური მიტოვებულად მიიჩნევა, თუ გემთმფლობელი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დარღვევით განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას:
    ა) უარს განაცხადებს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯების დაფარვაზე;
    ბ) მეზღვაურს საჭირო საარსებო საშუალებებისა და მხარდაჭერის გარეშე დატოვებს;
    გ) სხვაგვარად, ცალმხრივად გაწყვეტს კავშირს მეზღვაურთან, მათ შორის, მისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში გადაუხდელობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჭირო საარსებო საშუალებები მოიცავს:
    ა) სათანადო კვებას;
    ბ) ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს;
    გ) სათანადო ხარისხის სასმელი წყლის მარაგს;
    დ) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელ საწვავს;
    ე) აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.
3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გემის ფინანსური გარანტიების სისტემა უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული, ხოლო შესაბამისი თანხა − დაზღვევის ფორმით გადახდილი/ანაზღაურებული. ამასთანავე, ფინანსური გარანტია:
    ა) ხელმისაწვდომი უნდა იყოს უშუალოდ მეზღვაურისთვის;
    ბ) სრულად უნდა ფარავდეს ხარჯებს;
    გ) უნდა აჩქარებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების გაწევას.
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  18

4. თუ მოთხოვნის რომელიმე ნაწილის შეფასებას დრო სჭირდება, ამან მეზღვაურს ხელი არ უნდა შეუშალოს, მიიღოს ანაზღაურება მოთხოვნის იმ ნაწილისთვის, რომელიც დასაბუთებულად იქნა აღიარებული.
5. ფინანსური გარანტია საკმარისი უნდა იყოს შემდეგი საჭიროებებისთვის გაწეული ხარჯების დასაფარავად:
    ა) მეზღვაურისთვის გადაუხდელი არაუმეტეს 4 თვის ხელფასი და მისი კუთვნილი სხვა თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს მას გემთმფლობელმა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით;
    ბ) მეზღვაურის მიერ გონივრულად გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები;
    გ) მეზღვაურის სასიცოცხლო საჭიროებისთვის გაწეული ხარჯები, მათ შორის: გ.ა) სათანადო საკვების ხარჯი; გ.ბ) ტანსაცმლის (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯი; გ.გ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი; გ.დ) სასმელი წყლის ხარჯი; გ.ე) გემზე ცხოვრებისთვის აუცილებელი საწვავის ხარჯი; გ.ვ) აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხარჯი; გ.ზ) ნებისმიერი სხვა, გონივრულად გაწეული ხარჯი, რომლის გაწევის საჭიროებაც წარმოიშობა მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში მის სახლში დაბრუნებამდე; გ.თ) შესაძლებლობის შემთხვევაში მეზღვაურისთვის ოჯახის წევრებთან კავშირის უზრუნველსაყოფად საჭირო ხარჯი.
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  18

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები მოიცავს მეზღვაურის შესაბამისი საშუალებებითა და ფორმით, ჩვეულებრივ, საჰაერო გზით მგზავრობის, გემის დატოვებიდან სახლში დაბრუნებამდე პერიოდში საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის, აუცილებელი სამედიცინო დახმარების გაწევის, პირადი ნივთების ტრანსპორტირებისა და სხვა, გონივრულად გაწეულ ხარჯებს, რომელთა გაწევაც მეზღვაურის მიტოვებამ გამოიწვია.
7. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს ნაოსნობას სხვა სახელმწიფოს წყლებში, უნდა იყოს დაზღვეული ან სხვა ფორმის ფინანსური ინსტრუმენტით უზრუნველყოფილი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტით. ეს დოკუმენტი უნდა შეიცავდეს გემის შესახებ მონაცემებს, მათ შორის:
    ა) გემის დასახელება/სახელი;
    ბ) მიწერის ნავსადგური;
    გ) IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი;
    დ) ფინანსური გარანტიის გამცემის სახელი და მისამართი;
    ე) იმ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეზღვაურის მოთხოვნის განხილვისა და რეაგირებისთვის;
    ვ) გემთმფლობელის სახელი/სახელი და გვარი;
    ზ) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა;
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  18

თ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია უპასუხებს კონვენციის A2.5.2 სტანდარტის მოთხოვნებს.
8. ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი/ასლები გემზე უნდა ინახებოდეს. იგი/ისინი განთავსებული უნდა იყოს ისეთ ადგილზე, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურისთვის.
9. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური გარანტია გაცემულია ერთზე მეტი პირის მიერ, ფინანსური გარანტიის გამცემმა ყველა პირმა უნდა წარადგინოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10. ფინანსური გარანტიების სისტემა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ უზრუნველყოს შესაბამისი დახმარების სწრაფად გაწევა.
11. ფინანსური გარანტია ძალაში უნდა იყოს ფინანსური გარანტიის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემმა 30 დღით ადრე აცნობა სააგენტოს მისი მოქმედების დასრულების შესახებ.
12. ფინანსური გარანტიის გამცემმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად დააკმაყოფილა მეზღვაურის მოთხოვნა, უნდა მიიღოს იმ თანხის ამოღების უფლება, რომლითაც მან გასწია ხარჯები მეზღვაურისთვის.
13. მზღვეველს ან ფინანსური გარანტიის გამცემს აქვს რეგრესის უფლება მესამე მხარის მიმართ.