Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 44 ბავშვის მიმართ არანებაყოფლობითი ან იძულებითი სამედიცინო ღონისძიების გამოყენების დაუშვებლობა. 1. დაუშვებელია ბავშვის ფსიქიატრიული მკურნალობა ბავშვის მონაწილეობისა და მისი აზრის მოსმენის გარეშე, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 2. ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული სტაციონარული მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, უმოკლესი ვადით. ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას. ბავშვის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობა გრძელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით. 3. ბავშვის მიმართ მედიკამენტური ან სხვა სამედიცინო ღონისძიების გამოყენება თერაპიულ საჭიროებებს უნდა ეფუძნებოდეს. ეს ღონისძიება არ უნდა იქნეს გამოყენებული სპეციალისტის მიერ შეფასებისა და დანიშვნის გარეშე. 4. სასამართლოს მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია პროცესში ბავშვის უშუალო მონაწილეობა და მისი აზრის სათანადოდ გათვალისწინება, აგრეთვე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მონაწილეობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისა და დაცვის მიზნით. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 44 5. ბავშვს უფლება აქვს, უშუალოდ ან/და თავისი წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს კონფიდენციალურ და მიუკერძოებელ ორგანოს შესაბამის დაწესებულებაში ყოფნისას მისი უფლებების დარღვევის შესახებ. აღნიშნული ორგანო უნდა იყოს ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და მკურნალობის მიმწოდებელი დაწესებულებისგან ან მისი ზემდგომი დაწესებულებისგან დამოუკიდებელი. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვის არანებაყოფლობით ან იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობასა და სამედიცინო კვლევას ახორციელებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. |