Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საპატენტო კანონი article 30 პრიორიტეტი. 1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში. 2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს. 3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო საკონვენციო პრიორიტეტის ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით განაცხადის საქპატენტში ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შეტანა, მას უფლება აქვს, აღნიშნული განაცხადის მომდევნო 2 თვის ვადაში შეტანის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით. 4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია: |
საქართველოს საპატენტო კანონი article 30 ა) ამის შესახებ მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. პრიორიტეტის მოთხოვნის შეცვლა შესაძლებელია მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, ხოლო თუ ეს ცვლილება იწვევს პრიორიტეტის თარიღის ცვლილებას – შეცვლილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში, იმის მიხედვით, თუ რომელი 16-თვიანი პერიოდი იწურება უფრო ადრე. ამასთანავე, აღნიშნული ცვლილების წარდგენა შესაძლებელი უნდა იყოს განაცხადის შეტანის თარიღიდან 4 თვის ვადაში; ბ) საქპატენტში წარადგინოს აღნიშნული პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. 5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს: ა) (ამოღებულია); |
საქართველოს საპატენტო კანონი article 30 ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის ან იმ პირის, რომლის უფლებამონაცვლეც არის განმცხადებელი, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც აღნიშნული პრიორიტეტი მოითხოვება, უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში იქნა შეტანილი. განმცხადებელმა ამ პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს განაცხადის საქპატენტში შეტანისთანავე ან მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა; გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისთვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები. 6. განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი. |