FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  573

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა −
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  573

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. შავი, ფერადი და კეთილშობილი ლითონების მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. მყარი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ ასეთი სასარგებლო წიაღისეულის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციით ან/და გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევით ან/და სამთო საქმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმის/წესის დარღვევით მოპოვება, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების მიზნით გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოს ლიცენზიის პირობის დარღვევით განხორციელება − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  573

5. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ შესაბამისი ლიცენზიის პირობის დარღვევა, თუ ეს ქმედება არ მოიცავს ამ მუხლის პირველი−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ რომელიმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  573

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ლიცენზიის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით.