Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 17 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებით შენახვის მიზნით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის მერიის, აგრეთვე საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურაში შეიძლება შეიქმნას სტრუქტურული ქვედანაყოფი ან მათი შენახვა დაევალოს რომელიმე სტრუქტურულ ქვედანაყოფს. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები ინახება ეროვნული არქივის მიერ შემუშავებული და მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესების შესაბამისად. 2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოები, აგრეთვე სხვა პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვა და დაცვა შესაბამისად ეროვნული არქივისა და მისი ტერიტორიული ორგანოებისათვის მათ გადაცემამდე. 21. ის ორგანოები/დაწესებუ ლებები, რომლებიც თავიანთი საქმიანობის პროცესში ქმნიან ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, ვალდებული არიან აღნიშნული დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცენ როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური მატარებლის სახით. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირების მიერ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ზღვრულ ვადებს ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 17 4. თუ შეიქმნა დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების საფრთხე, შესაბამისი საფრთხის აღმოფხვრამდე იგი დაუყოვნებლივ გადაეცემა ეროვნულ არქივს შენახვისათვის. |