Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნარჩენების მართვის კოდექსი article 12 ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა. 1. ამ კოდექსის მიზნის მისაღწევად და ნარჩენების მართვის პრინციპების და ამ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად სამინისტრო ამ კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად ყოველ 5 წელიწადში შეიმუშავებს ნარჩენების მართვის 5-წლიან ეროვნულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 2. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე სამინისტრო აწყობს საჯარო განხილვებს, რომლებშიც მონაწილეობენ შესაბამისი დაინტერესებული პირები. 3. ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას დამტკიცების შემდეგ სათანადო წესით აქვეყნებს საქართველოს მთავრობა. 4. სამინისტრო 3 წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს გეგმის განხორციელების ანგარიშს. 5. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განისაზღვრება გარემოსათვის უსაფრთხო ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ნარჩენების პრევენციისთვის, ხელახალი გამოყენებისთვის, რეციკლირებისთვის, აღდგენისა და განთავსებისთვის. 6. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს: |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 12 ა) საქართველოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების სახეობების, რაოდენობისა და წყაროს შესახებ ინფორმაციას, მოსალოდნელი ნარჩენების ნაკადების განვითარების შეფასებას; ბ) ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ ხელმისაწვდომ მონაცემებს, აგრეთვე იმ ნარჩენების შესახებ პროგნოზს, რომელთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანაა მოსალოდნელი; გ) ნარჩენების შეგროვების არსებული სისტემებისა და აღდგენისა და განთავსების ძირითადი ობიექტების (მათ შორის, სპეციფიკური ნარჩენების ნაკადებისთვის ან სახიფათო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ობიექტების) შესახებ ინფორმაციას; დ) ნარჩენების დამუშავების არსებული ობიექტების დახურვის, ნარჩენების დამუშავების დამატებითი ინფრასტრუქტურისა და ნარჩენების შეგროვების ახალი სისტემების საჭიროების შეფასებას; ე) ნარჩენების აღდგენისა და განთავსების სამომავლო ობიექტების ადგილმდებარეობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი წარმადობის შესახებ ინფორმაციას; ვ) რეგიონული ნაგავსაყრელების ადგილმდებარეობის და მათი ფუნქციონირების დაწყების ვადების შესახებ ინფორმაციას; ზ) ნარჩენების მართვის დაგეგმილ ტექნოლოგიებს და მეთოდებს, მათ შორის, ისეთი ნარჩენებისთვის, რომელთა მართვა სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს; |
ნარჩენების მართვის კოდექსი article 12 თ) ნარჩენების პრევენციისათვის მისაღებ ზომებს და პროგრესის მაჩვენებლებს დაგეგმილი პერიოდისთვის; ი) ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს, რომლებიც მოიცავს ნარჩენების მართვის განმახორციელებელ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის პასუხისმგებლობების გადანაწილებას; კ) არსებულ ან დაგეგმილ ღონისძიებას მუნიციპალიტეტთაშორისი ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ობიექტებთან დაკავშირებით; ლ) ნარჩენების მართვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს და მისი ინფორმირების მექანიზმებს; მ) ნარჩენების განთავსების ისტორიულად დაბინძურებული ადგილების და მათი რეაბილიტაციის ზომების შესახებ ინფორმაციას; ნ) გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზებსა და ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, სავარაუდო ხარჯებს და დაფინანსების წყაროებს; ო) სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. 7. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის გარდა, შესაძლებელია შემუშავდეს ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები, როგორებიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ვერცხლისწყალი, სამედიცინო ნარჩენები, ცხოველური ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას. |