Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება. 1. აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიაში 18 წლამდე ასაკის პირის ჩაბმა. 2. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ა) საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან); ბ) საჯარო დაწესებულებაში; ნებისმიერი სახის სამედიცინო, სპორტულ და კულტურულ დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება. . დ) ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია; ე) შეფუთვის გარეშე (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა); ვ) 18 წლამდე ასაკის პირზე; ზ) ელექტრონული ან მექანიკური მანქანის საშუალებით; თ) თუ საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით არის დამზადებული; ი) უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად , მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება. . . კ) ინტერნეტით ან ფოსტით (საცალო ვაჭრობა) (გარდა თამბაქოს აქსესუარისა ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობისა, რომელზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება); ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება. . . . ნ) ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა); ო) თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით. 21. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის (გარდა თხევადი თამბაქოს ნაწარმისა) ან იმავე მუხლის „ა.დ“ ან „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის მიწოდება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია 50 ან 100 გრამი ნეტო-მასის პირველად საფუთავებში, გარდა თამბაქოს ნაწარმის დამზადების მიზნით მიწოდების საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევისა. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 3. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება, სხვა ფორმით გათამაშება ან/და ამგვარ ღონისძიებებში თამბაქოს ნაწარმის ან მისი რომელიმე ნაწილის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის საშუალებით ან მათი განაწილებით მონაწილეობა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახით თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია, მათ შორის: ა) საჩუქრის გადაცემა ან შეთავაზება, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გადაცემა ან თამბაქოს ნაწარმის გასინჯვის შეთავაზება რეალიზაციის მიზნით; ბ) ინიციატივის განმტკიცება ან ერთგულების სქემა, კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისას კუპონების დარიგება; გ) პირდაპირი პერსონალური კომუნიკაცია, ქსელური მარკეტინგი, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 დ) ინდივიდისთვის გამიზნული საპოპულარიზაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო მასალა (კერძოდ, პირდაპირი გზავნილი), ტელემარკეტინგი, მომხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია; ე) საცალო მოვაჭრისთვის თანხის გადახდა, ჯილდოს მიცემა ან საცალო მოვაჭრის საქმიანობაში წვლილის სხვაგვარად შეტანა, რაც გამიზნულია მისი მოტივირებისთვის, რათა მეტი თამბაქოს ნაწარმი გაყიდოს; ვ) თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის, მათთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული პირების მიერ თანხის გადახდა ან წვლილის სხვაგვარად შეტანა ღონისძიებაში, ფიზიკური პირის ან ორგანიზაციის საქმიანობაში, რომელიც შედეგად ახდენს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს მწარმოებლის, იმპორტიორის ან საბითუმო მოვაჭრის ან მათი წარმომადგენლების პოპულარიზაციას; ზ) ისეთი სათამაშოს, ტკბილეულის ან სხვა ნაწარმის გაყიდვა ან დარიგება, რომელიც არ არის თამბაქოს ნაწარმი და თამბაქოს ნაწარმის ილუსტრაცია, სიმულაცია ან იმიტაციაა; |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 თ) ბრენდის გაფართოება, აგრეთვე სავაჭრო ობიექტში თამბაქოს ნაწარმით სავაჭრო მოწყობილობის/საგნის შიდა ან გარე ნაწილზე ისეთი აღნიშვნის, სურათის, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტის განთავსება და ამ მოწყობილობის/საგნის იმგვარი დიზაინი, რომელიც იწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებულ პროდუქტთან, თამბაქოს ნაწარმთან ან თამბაქოს მწარმოებელთან. 4. თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში არანაკლებ A4 ფორმატის ქაღალდზე უნდა განთავსდეს საქართველოს კანონმდებლობით დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად, აგრეთვე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 18 წლამდე ასაკის პირისთვის თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მიყიდვა აკრძალულია. |
თამბაქოს კონტროლის შესახებ article 5 5. თუ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზატორი ვერ ადასტურებს, რომ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მყიდველი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, იგი ვალდებულია ამ პირს მოსთხოვოს მისი სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტი და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ იგი 18 წლის ასაკს მიღწეული პირია, მიჰყიდოს თამბაქოს ნაწარმი, თამბაქოს აქსესუარი ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №1/2/876 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 5-1“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია ან/და განლაგება. 2.თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. |