Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 83 პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი. 1. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (შემდგომ – სხდომათა დარბაზი) დაყოფილია ორ იარუსად. პირველ იარუსზე განთავსებულია პლენარული სხდომის სივრცე, ხოლო მეორე იარუსზე − ვიზიტორთა სივრცე. 2. სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფა წესრიგდება და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისთვის. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და საგანგებოდ ცხადდება. 4. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომის სივრცეში გამოუყოფს შესაბამის სექტორებს. სექტორში ფრაქციის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია. უფრაქციო პარლამენტის წევრების სექტორში პარლამენტის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი ან ეროვნული. |