Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 8 საინვესტიციო კომპანია. 1. საინვესტიციო კომპანიას ეკრძალება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა საკუთარი პორტფელის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისა, ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად. 2. თუ საინვესტიციო კომპანია საქართველოში დაფუძნებულია, როგორც ქოლგისებრი ფონდი, ერთეულის მფლობელების საერთო კრება უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება მხოლოდ კონკრეტული ქვეფონდის აქტივებს ან მის ერთეულის მფლობელებს. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეფონდის ერთეულის მფლობელებს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შესაბამის ქვეფონდში ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელები გაწევრებული არ არიან. 3. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ნებადართული კაპიტალისა და საინვესტიციო კომპანიის აქციების ოდენობის მითითება სავალდებულო არ არის. ამგვარი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში შესაძლებელია მითითებული იყოს მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება აქციების გამოშვება. 31. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის განთავსებული კაპიტალი არის განთავსებული ერთეულების წმინდა ღირებულებათა ჯამი. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 8 4. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი შემდეგი წესები: ა) აქციების გამოშვებისა და მასთან დაკავშირებული გადახდების განხორციელების წესები; ბ) კაპიტალის გაზრდის ან შემცირების წესები და შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების წესები; გ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები; დ) აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლებების მარეგულირებელი წესები; ე) სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები. 5. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საინვესტიციო კომპანიაზე. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“−„გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 153-ე და 154-ე მუხლების, 156-ე მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებისა და 163-ე−171-ე და 225-ე მუხლების მოქმედება. |