Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 16 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ხელისუფლების ორგანო ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის გასხვისების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – დამფუძნებლის თანხმობით. 2. თუ მოძრავი ნივთი არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ბალანსზე არ ერიცხება სხვა სახელმწიფო ორგანოს/საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს, მის პრივატიზებას აუქციონის ფორმით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო პირდაპირი მიყიდვის ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით – მთავრობა, სამინისტროს წარდგინებით. 3. ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება, სამინისტრო ან/და მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს მოძრავი ნივთის ამ კანონით დადგენილი წესით განკარგვა. |
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ article 16 4. მოძრავი ნივთის პრივატიზების შედეგად მიღებული შემოსავალი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. 5. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების შემდეგ შესაბამისი ხელშეკრულება იდება ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირსა და მყიდველს შორის. 6. მთავრობის თანხმობით, სამინისტრო უფლებამოსილია მოძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური განსაზღვროს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად. |