FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  39

კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება.
1. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს:
    ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების განსახილველად ჩატარებულ კრედიტორთა კრებაზე დასწრებისა და ხმის უფლების მქონე კრედიტორს;
    ბ) ხმის უფლების მქონე კრედიტორს, რომელსაც კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი არ გაეგზავნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
    ა) რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მოვალის კრედიტორს ან პარტნიორს გაუმართლებელ ზიანს აყენებს;
    ბ) კრედიტორთა კრება წესების არსებითი დარღვევით ჩატარდა. ამ მუხლის მიზნებისთვის, კრედიტორისთვის კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევის გაუგზავნელობა წესების არსებით დარღვევად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული კრედიტორის ხმის უფლებას შეეძლო გავლენა მოეხდინა კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებაზე.
3. რეგულირებული შეთანხმების ამ მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრების ვადაა 30 დღე, რომელიც აითვლება:
    ა) ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად სასამართლოსთვის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილების/შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენის დღიდან;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  39

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის შემთხვევაში − მის მიერ კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიღების დღიდან.
4. სასამართლო ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილ საჩივარს განიხილავს 30 დღის ვადაში. თუ სასამართლო საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს, ის უფლებამოსილია გააუქმოს რეგულირებული შეთანხმების დამტკიცების შესახებ კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება.