FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სტატუსი.
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (შემდგომში – პალატა) არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც ფუძნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. პალატა აერთიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს (შემდგომში – მეწარმე სუბიექტი) და მათ გაერთიანებებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტები და მათი გაერთიანებები ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან პალატის წევრებად, მათი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ. პალატა წარმოადგენს რეზიდენტი ბიზნესსუბიექტების ინტერესებს სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა რეზიდენტი ბიზნესსუბიექტები პალატის წევრები. პალატის წევრობა ავტომატურად არ წარმოშობს მეწარმე სუბიექტებისა და მათი გაერთიანებებისათვის სავალდებულო საწევრო შენატანის გადახდის ვალდებულებას. მეწარმე სუბიექტებს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, საწევრო შენატანი ნებაყოფლობით გადაიხადონ. პალატას საწევრო შენატანის დაწესება შეუძლია მხოლოდ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეთანხმებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  1

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიული პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად პალატა ვალდებულია, წელიწადში ერთხელ წარუდგინოს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას თავისი წევრი მეწარმე სუბიექტების და მათი გაერთიანებების დაზუსტებული სია დასამტკიცებლად. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება აქვს, არ დაამტკიცოს იმ წევრთა სია, რომელთა საქმიანობა სცდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ საზღვრებს.
4. პალატა თავის საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების, ამ კანონისა და პალატის წესდების საფუძველზე.
5. პალატის საქმიანობაზე არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.