Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადვოკატთა შესახებ article 31 ადვოკატისთვის აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. 1. ადვოკატს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლების შეჩერების შემთხვევაში; გ) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი წევრის არჩევისთანავე; დ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შემთხვევაში. 2. თუ ადვოკატს ვადაზე ადრე უწყდება აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილება, მაშინ უახლოეს საერთო კრებაზე, უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა ახალი წევრი. თუ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ან სარევიზიო კომისიის წევრთა რაოდენობა ნახევარზე ნაკლები აღმოჩნდა, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული საერთო კრება ახალი წევრების ასარჩევად. |