Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 20 საბანკო საქმიანობა. 1. კომერციული ბანკებისათვის ნებადართულია საქმიანობის მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობანი: ა) პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტების (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებების მოზიდვა; ბ) სესხების გაცემა სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით, ფაქტორინგული ოპერაციები რეგრესის უფლებით და ამ უფლების გარეშე, კომერციულ გარიგებათა დაფინანსება, გარანტიების, აკრედიტივებისა და აქცეპტების გამოცემა ფორფეტირების ჩათვლით; გ) დერივატივის დადება, საკუთარი და კლიენტთა სახსრებით ფულადი საბუთების (ჩეკების, თამასუქებისა და სადეპოზიტო სერტიფიკატების ჩათვლით), ფასიანი ქაღალდების, სავალუტო და საპროცენტო ინსტრუმენტების, სავალო საბუთების, უცხოური ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვა; დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; ე) გადახდის საშუალებების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება (საგადახდო ბარათების, ჩეკებისა და საბანკო ტრატების ჩათვლით); ე-1) უპროცენტო საბანკო მომსახურება; ვ) საშუამავლო მომსახურება საფინანსო ბაზარზე; ზ) კლიენტების დავალებით ნდობით (სატრასტო) ოპერაციების განხორციელება, სახსრების მოზიდვა და განთავსება; |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 20 თ) ფასეულობათა (ფასიანი ქაღალდების ჩათვლით) შენახვა და აღრიცხვა, მათ შორის, ანგარიშის მწარმოებლის ფუნქციის შესრულება; ი) საკრედიტო-საცნობარო მომსახურება; ი-1) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ი-2) ქონების იჯარით გაცემა; ი-3) საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; ი-4) ქონების ლიზინგით გაცემა; კ) ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება; ლ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა და ამ მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 20 2. ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების განხორციელება წესრიგდება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო მომსახურების განხორციელებამდე კომერციული ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამისი საბანკო პროდუქტის აღწერა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი-2“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ კომერციული ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საბანკო საქმიანობის, მასთან დაკავშირებული საქმიანობის ან კომერციული ბანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, კომერციულ ბანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით. |
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ article 20 6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი-4“ ქვეპუნქტებითა და მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები. საქართველოს 2001 წლის 23 ოქტომბრ ის კანონი № 1115 - სსმ I, № 32 07.11 . 2001 წ ., მუხ .125 |