Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი article 988 ვითომ-კრედიტორის მითითებით შესრულების შედეგები. 1. პირს, რომელიც 976-ე მუხლის თანახმად რაიმეს გადასცემს მესამე პირს ვითომ-კრედიტორზე მითითებით, შეუძლია შესრულებულის გამოთხოვა ვითომ-კრედიტორისაგან ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ მესამე პირის მიმართ. 2. პირს, რომელიც 976-ე მუხლის მიხედვით ახალ ვითომ-კრედიტორს რაიმეს გადასცემს მოთხოვნის წაყენების შემდეგ, შეუძლია თავდაპირველი ვითომ-კრედიტორისაგან მოითხოვოს დაბრუნება ისე, თითქოს მისთვის გადაეცეს რაიმე. თუ თავდაპირველ ვითომ-კრედიტორის მითითება საეჭვოა, მაშინ უკუმოთხოვნა შეიძლება მხოლოდ ახალი ვითომ-კრედიტორის მიმართ. 3. ანაზღაურების მოვალეობის მიმართ შესაბამისად გამოიყენება 979-ე და 980-ე მუხლები. |