Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ზოგადი განათლების შესახებ article 12 გასაჩივრების უფლება. 1. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის, სკოლისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. 2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. 21. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ვალდებულია შექმნას საჩივრების მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. 3. საჯარო სკოლის დირექტორსა და ამ საჯარო სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო. |
ზოგადი განათლების შესახებ article 12 5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტრო ან სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან სამინისტროს თანამშრომელი. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. |