Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 16
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ზ.ბ) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, მარჟის სესხის, ფასიანი ქაღალდების ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეპო შეთანხმება, უკურეპო შეთანხმება, ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება, ფასიანი ქაღალდების ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, აგრეთვე ნებისმიერი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება იპოთეკით უზრუნველყოფილ სესხებს, ასეთ სესხებთან დაკავშირებულ უფლებებს ან იპოთეკით უზრუნველყოფილ ფასიან ქაღალდებს; ზ.გ) რეალური საქონლის თაობაზე დადებული ხელშეკრულება, მათ შორის, რეალური საქონლის ყიდვის, გაყიდვის, სესხებისა და გასესხების ისეთი შეთანხმებები, როგორებიცაა: რეალური საქონლის გამოსყიდვისა და უკუგამოსყიდვის გარიგებები, რეალური საქონლის გასესხების გარიგება, რეალური საქონლის ყიდვის ან გაყიდვის გარიგება უკან გამოსყიდვის პირობით, გარდა რეალურ საქონელთან დაკავშირებული სპოტისა (სპოტგარიგებისა); ზ.დ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება; ზ.ე) ფასიანი ქაღალდების თაობაზე დადებული გარიგების კლირინგის ან ანგარიშსწორების შეთანხმება ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარის ფუნქციების შესრულების შესახებ შეთანხმება; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ჟ) დერივატივის საბაზისო მაჩვენებელი (შემდგომ − საბაზისო მაჩვენებელი) − საბაზისო აქტივის ფასი, საპროცენტო განაკვეთი, ინდექსი, ვალუტის გაცვლითი კურსი, დამოუკიდებელი მესამე პირის მიერ განსაზღვრული სტატისტიკური ინფორმაციის მაჩვენებელი, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქიმიური გარემოს ინდიკატორები, სხვა მოვლენა, ფაქტი, გარემოება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო მაჩვენებლების ჩამონათვალი; რ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა − შემდეგი ქმედება ან შემდეგ ქმედებათა ერთობლიობა: რ.ა) ურთიერთგაქვითვის შეთანხმების ფარგლებში დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ყველა გადახდის ან/და მიწოდების ვალდებულების ან/და მოთხოვნის უფლების შეწყვეტა, ლიკვიდაცია ან/და დაჩქარება (აქსელერაცია); რ.ბ) ამ მუხლის „რ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყვეტილი ან/და დაჩქარებული ვალდებულებების ან უფლებების საბოლოო, საბაზრო, სალიკვიდაციო ან ჩანაცვლების ღირებულების (ფასის) შეფასება ან/და დაანგარიშება; რ.გ) ამ მუხლის „რ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეფასებული ან/და დაანგარიშებული ღირებულების (ფასის) ერთ ვალუტაში კონვერსია; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ჩ) უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ან მესამე პირის საკუთრებაში არსებული ფინანსური გირავნობის საგნის კრედიტორის (მოგირავნის) მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იმგვარად დაგირავებას, რომ კრედიტორზე (მოგირავნეზე) არ გადავიდეს ამ გირავნობის საგანზე საკუთრების უფლება; ც) უკურეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის ყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის უკან მიყიდვის პირობით; ძ) ურთიერთგაქვითვა (ნეტინგი) − „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვა; წ) ურთიერთგაქვითვის შეთანხმება: წ.ა) ორ მხარეს შორის დადებული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ანიჭებს ამ შეთანხმების (ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმება) ფარგლებში ან მასთან დაკავშირებით დადებული ერთი ან რამდენიმე კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ან/და სამომავლო მოთხოვნებისა და ვალდებულებების ურთიერთგაქვითვის ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვის უფლებას; წ.ბ) შეთანხმება, რომელიც აერთიანებს ორ ან ორზე მეტ ურთიერთგაქვითვის ჩარჩოშეთანხმებას; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 წ.გ) ამ მუხლის „წ.ა“ ან/და „წ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება; ჭ) ფასიანი ქაღალდების გასესხების ხელშეკრულება − შეთანხმება, რომლის მიხედვით, ერთი მხარე (გამსესხებელი) ფასიან ქაღალდზე საკუთრების უფლებას ფასის ან საზღაურის სანაცვლოდ მეორე მხარეს (მსესხებელს) გადასცემს, ხოლო მსესხებელი ამ შეთანხმების მოქმედების პერიოდში გამსესხებელს აწვდის შესაბამის მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (ფინანსური გირავნობის საგანს), ამასთანავე, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს დაუბრუნოს იგივე ფასიანი ქაღალდი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდი; ხ) ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება – ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური გირავნობის საგანზე უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ან საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობის წარმოშობას. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს, როგორც ჩარჩოხელშეკრულების ნაწილის, ისე ცალკე ხელშეკრულების სახით ან ზოგად წესებსა და პირობებზე მითითებით; ჯ) ფინანსური გირავნობის საგანი − ფინანსური ინსტრუმენტი, საკრედიტო მოთხოვნა, ანგარიშზე არსებული ან მომავალში ჩასარიცხი ფულადი სახსრები (ფული); ჰ) ფინანსური ინსტრუმენტი: |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ჰ.ა) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ადგილობრივ ან უცხოურ კომპანიაში წილობრივ მონაწილეობას, ან მისი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი; ჰ.ბ) მიმოქცევადი სასესხო ფასიანი ქაღალდი, ინსტრუმენტი, ვალდებულება; ჰ.გ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებული უფლება; ჰ.დ) დერივატივი; ჰ.ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი; ჰ.ვ) ანგარიშზე რიცხული ძვირფასი ლითონი; ჰ.ზ) ამ მუხლის „ჰ.ა“−„ჰ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული მოთხოვნები, უფლებები ამ ინსტრუმენტებზე ან მათთან დაკავშირებული უფლებები; ჰ-1) ფიუჩერსი − ორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ; ჰ-2) ფორვარდი − არაორგანიზებულ ბაზარზე დადებული დერივატივი, რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მომავალში განსაზღვრულ თარიღზე მიჰყიდოს საბაზისო აქტივი, ხოლო მეორე მხარე ვალდებულია იყიდოს ასეთი საბაზისო აქტივი იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადახდისუუნარო მხარე − მხარე, რომლის მიმართ ამ კანონის შესაბამისად ამოქმედებულია საქმიანობის შეზღუდული რეჟიმი (შემდგომ − რეჟიმი); ბ) დერივატივი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგება; გ) დეფოლტი − გარიგების მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, რეჟიმის ამოქმედება ან გარიგების მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა; დ) დამგირავებელი – პირი, რომელიც ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ფინანსური გირავნობის საგნის მეშვეობით; ე) ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი − ფასიანი ქაღალდი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდად; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ვ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიებები − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული ღონისძიებები, რომელთა მიზანია პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და რომლებიც მოიცავს ნებისმიერ იძულებითი აღსრულების საპროცესო ღონისძიებას (მათ შორის, სარჩელისა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს) და საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს (მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გირავნობასა და იპოთეკას); ზ) კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება − ნებისმიერი ფინანსური შეთანხმება, ხელშეკრულება ან გარიგება (მათ შორის, ნებისმიერი წესი ან პირობა, რომელიც უკავშირდება ამ ფინანსურ შეთანხმებას, ხელშეკრულებას ან გარიგებას ან მის რომელიმე ნაწილს), რომელიც ექვემდებარება ურთიერთგაქვითვის შეთანხმებას და რომლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით წარმოშობილი გადახდის ან მიწოდების ვალდებულება განსაზღვრულ დროს ან განსაზღვრულ პერიოდში უნდა შესრულდეს და შეიძლება რაიმე პირობაზე ან შემთხვევითობაზე იყოს დამოკიდებული. კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულება მოიცავს შემდეგ ხელშეკრულებებს: ზ.ა) დერივატივი; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 ზ.ვ) ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს კვალიფიციურ ფინანსურ ხელშეკრულებად; თ) მრავალფილიალიან მხარესთან დადებული ურთიერთგაქვითვის შეთანხმება – ორ მხარეს შორის დადებული ნებისმიერი ურთიერთგაქვითვის შეთანხმება (გარიგება), რომელიც დადებულია კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების სულ მცირე ერთი მხარის მიერ ძირითადი ადგილსამყოფლისა და თავისი ერთი ან ერთზე მეტი ფილიალის საშუალებით, რომელიც/რომლებიც საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფლისგან განსხვავებულ იურისდიქციაში მდებარეობს; ი) მოგირავნე – პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ფინანსური გირავნობის საგნის დაგირავება ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე; კ) ნეტპოზიცია – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტპოზიცია; ლ) ორგანიზებული ბაზარი − ბაზრის სეგმენტი, სადაც ვაჭრობა დადგენილი წესებით ხორციელდება; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 მ) ოფციონი − დერივატივი, რომელიც შეიძლება დაიდოს როგორც ორგანიზებულ ბაზარზე, ისე არაორგანიზებულ ბაზარზე და რომლის მიხედვით, ერთი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში მომავალში მიჰყიდოს მას საბაზისო აქტივი (გასხვისების ოფცია) ან იყიდოს მისგან საბაზისო აქტივი (შეძენის ოფცია) იმ ფასად და პირობებით, რომელთაც მხარეები გარიგების დადების მომენტში განსაზღვრავენ. ოფციონი შეიძლება გულისხმობდეს ერთი მხარის ვალდებულებას, გადაუხადოს მეორე მხარეს გარკვეული თანხა (საზღაური) ოფციონის უფლების განხორციელების სანაცვლოდ (პრემიუმი); ნ) რეპო შეთანხმება − გარიგება, რომელიც ითვალისწინებს ფასიანი ქაღალდის გაყიდვას მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად უკან გამოსყიდვის პირობით; ო) რეჟიმის ამოქმედება − რეჟიმის საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ძალაში შესვლის მომენტი; პ) დერივატივის საბაზისო აქტივი (შემდგომ − საბაზისო აქტივი) − ფინანსური ინსტრუმენტი, რეალური საქონელი, ეროვნული ვალუტა, უცხოური ვალუტა, ფულადი სახის მოთხოვნის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააფართოოს და განმარტოს საბაზისო აქტივების ჩამონათვალი; |
ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ article 2 რ.დ) ამ მუხლის „რ.ბ“ და „რ.გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ნეტვალდებულების გამოთვლა მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვით ან სხვაგვარად, რომელსაც იხდის ასეთი ვალდებულების მქონე მხარე; ს) სადებეტო ნეტპოზიცია (ნეტვალდებულება) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტვალდებულება; ტ) საკრედიტო მოთხოვნა − ფულადი სახის მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოიშობა ფინანსური ინსტიტუტის ან სესხის გამცემი სუბიექტის მიერ გაცემული კრედიტის/სესხის საფუძველზე; უ) საკრედიტო ნეტპოზიცია (ნეტმოთხოვნა) – „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეტმოთხოვნა; ფ) საკუთრების გადაცემის ფინანსური გირავნობა − ფინანსური გირავნობის სახე (მათ შორის, რეპო შეთანხმება), რომელიც ითვალისწინებს მოვალის (დამგირავებლის) შესაბამისი ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით (უზრუნველყოფილი ფინანსური ვალდებულება) კრედიტორისთვის (მოგირავნისთვის) ფინანსური გირავნობის საგანზე საკუთრების უფლების გადაცემას; ქ) საფინანსო სექტორის წარმომადგენელი − „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი; |