Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 7 მოხალისეობა. 1. სახელმწიფო ხელს უწყობს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისეობას. 2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისე შეიძლება იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელებაში და რომელიც მზად არის, თავისი ცოდნისა და უნარების გამოყენებით, ნებაყოფლობით განახორციელოს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა. 3. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოხალისედ ითვლება პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოხალისეთა ეროვნულ სიაში. პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისესთან დებს მოხალისეობის შესახებ ხელშეკრულებას. პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული მოხალისეთა ეროვნულ სიაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ან საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელებისას დაიშვება მხოლოდ დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 7 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებული პირების (მოხალისეების) მომზადებას მათთვის საბაზისო უნარების ჩამოყალიბების მიზნით, ხელს უწყობს მოხალისეების თვითორგანიზებას ტერიტორიული პრინციპით, მათი კვალიფიკაციიდან ან/და სპეციალური უნარებიდან გამომდინარე ან სხვა ნიშნით, და მოხალისეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათ გაწევრებას. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს და მათი ოჯახის წევრებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებული ინფრასტრუქტურით თვითგანვითარების მიზნით (მათ შორის, სავარჯიშოდ, საგანმანათლებლო მიზნით), სხვა სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაგეგმონ და განახორციელონ სიმულაციური ვარჯიშები, საველე სწავლებები, საწვრთნელი შეკრებები, სხვა ღონისძიებები და წამახალისებელი პროექტები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოხალისეებს მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს შესაბამისი აღჭურვილობა. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 7 5. მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ პირზე (მოხალისეზე) ვრცელდება ამ კანონის 62-ე მუხლით, 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 66-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველისთვის დაწესებული სოციალური დაცვის გარანტიები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია სათანადო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ პირს (მოხალისეს) აუნაზღაუროს საგანგებო სიტუაციის ადგილამდე მგზავრობის ხარჯი, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციის სპეციფიკიდან და მასზე რეაგირების ღონისძიების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, იზრუნოს მის კვებასა და განთავსებაზე. 6. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს მოხალისის ქმედებით მიყენებულ ზიანს ანაზღაურებს სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხალისემ აღნიშნული ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 7 7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პირის მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებისა და მოხალისეთა ეროვნული სიიდან ამორიცხვის წესი, აგრეთვე მოხალისეობრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდებით, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |