FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  11

თავშესაფარი და მისი საქმიანობის ფარგლები.
1. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად შექმნას მუნიციპალური თავშესაფარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ვაქცინაციისა და მისთვის მეპატრონის/მიმკედლებლის მოძიების უზრუნველსაყოფად.
2. ცხოველის კეთილდღეობის დაცვის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის მიზნით ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს შეუძლია შექმნას კერძო თავშესაფარი.
3. თავშესაფარი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მოაწყოს:
    ა) ვოლიერები და ვეტერინარული სივრცე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად;
    ბ) ვოლიერი, სადაც ცხოველი განთავსდება ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე, განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე ან ევთანაზიამდე. ვოლიერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ბ.ა) ცხოველს უნდა აძლევდეს გადაადგილებისა და საკვების მიღების საშუალებას; ბ.ბ) ცხოველს არ უნდა უზღუდავდეს თავისუფალი სივრცის ხედვის საშუალებას − არ უნდა იყოს ოთხმხრივად დახურული, აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვოლიერის სათანადო ვენტილაცია;
    გ) საკარანტინო სივრცე ცხოველის იზოლაციის უზრუნველსაყოფად;
    დ) გასასეირნებელი სივრცე ცხოველის სათანადო ფიზიკური აქტივობის უზრუნველსაყოფად.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  11

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თავშესაფრის საქმიანობა, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებები და პროცედურები, რეგულირდება ამ კანონის მე-18 მუხლით.
5. კერძო თავშესაფარი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე მონაცემთა ერთიან ბაზაში გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ჩატარების შემდეგ ვეტერინარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ცხოველი. ამ შემოწმების საფუძველზე, ვეტერინარის გადაწყვეტილებით, ცხოველი შეიძლება მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში.
7. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია შეტანილი არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში, კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, თავად უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია და ანტირაბიული ვაქცინაცია. ამ პროცედურების ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში კერძო თავშესაფარი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად.
8. ცხოველის მიერ სხვა ცხოველის ან/და ადამიანის დაკბენის/დაკაწვრის/დადორბვლის შემთხვევაში ცხოველი უნდა მოთავსდეს კარანტინში/იზოლაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ

article  11

9. თუ კერძო თავშესაფარი მომსახურებას უწევს ცხოველს, რომელსაც გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურება ესაჭიროება, კერძო თავშესაფარი ვალდებულია მხოლოდ გადაუდებელი ვეტერინარული მომსახურების გაწევის შემდეგ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით.
10. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, იდენტიფიცირებულ-რეგისტრირებული, სტერილიზებული/კასტრირებული და ვაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ცხოველისთვის მოიძიოს მეპატრონე/მიმკედლებელი და მონაცემთა ერთიან ბაზაში განაახლოს მის შესახებ ინფორმაცია.
11. კერძო თავშესაფარს უფლება აქვს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს გაუწიოს მომსახურება, მათ შორის, ცხოველის პოპულაციის მართვასა და დროებით შეფარებაში.
12. კერძო თავშესაფარში საშენის მოწყობა აკრძალულია.
13. კერძო თავშესაფარი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ცოფის ან სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.