Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 11
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 ზოგადი დებულებანი. 1. გზშ-ს ექვემდებარება ამ კოდექსის I დანართით გათვალისწინებული საქმიანობა და ამავე კოდექსის II დანართით გათვალისწინებული ის საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის მე-7 მუხლით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარება გზშ-ს. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. თუ საქმიანობის განხორციელებისთვის საჭიროა გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის რომელიმე სტადიის დასრულება, აღნიშნული ლიცენზია/ნებართვა შეიძლება ძალაში შევიდეს ან/და ასეთი ლიცენზიის/ნებართვის შესაბამისი სტადია შეიძლება დასრულდეს მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისა. ასეთ შემთხვევაში, თუ სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გზშ-ის ან სკრინინგის ჩატარებას ამ კოდექსის შესაბამისად, ეს ლიცენზია შეიძლება გაიცეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, იმ პირობით, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და სალიცენზიო პირობებისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირობებს მიენიჭება. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიით/ნებართვით არ შეიძლება დადგინდეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სალიცენზიო/სანებართვო პირობები. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 3. ამ კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. 4. გზშ-ის მიზანია ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული შემდეგ ფაქტორებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა: ა) ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება; ბ) ბიომრავალფეროვნება (მათ შორის, მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, ჰაბიტატები, ეკოსისტემები); გ) წყალი, ჰაერი, ნიადაგი, მიწა, კლიმატი და ლანდშაფტი; დ) კულტურული მემკვიდრეობა და მატერიალური ფასეულობები; ე) ამ ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფაქტორების ურთიერთქმედება. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ფაქტორებზე ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და აღწერა უნდა მოიცავდეს აგრეთვე მასშტაბური ავარიის ან/და ბუნებრივი კატასტროფის რისკების მიმართ საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. 6. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას არ საჭიროებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებსა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობით. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 7. სააგენტო უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებლის თანხმობით ცვლილება შეიტანოს შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ინსპექტირების საფუძველზე დაადგენს, რომ საქმიანობის განხორციელების ადგილზე არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება გზშ-ის ანგარიშში/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციაში ასახულ გარემოებებს ან/და გზშ-ის ანგარიშით/გზშ-ისგან გათავისუფლების შესახებ დოკუმენტაციით სრულყოფილად არ შეფასდა გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე/ელემენტებზე საქმიანობის უარყოფითი ზემოქმედება. 8. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით და მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობის შეცვლა, თუ დაასაბუთებს, რომ ამ პირობის შესრულება ვერ უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებას ან შემცირებას ან/და აღნიშნული პირობის სხვა პირობით შეცვლა გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილებისთვის ან შემცირებისთვის აუცილებელი და ეფექტიანია. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით სააგენტო ქმნის ამ კოდექსის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ საექსპერტო კომისიას. საექსპერტო კომისია აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ შესაბამის რეკომენდაციას წარუდგენს სააგენტოს, რომელიც მიმართავს სამინისტროს საქართველოს მთავრობისთვის სათანადო შუამდგომლობის წარდგენის თხოვნით. 10. მინისტრი ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ რეკომენდაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 11. სააგენტო უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 111. სააგენტო ამ მუხლის მე-7, მე-8 ან/და მე-11 ნაწილის საფუძველზე შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 1 დღის ვადაში შესაბამის განცხადებას/დოკუმენტებს უგზავნის ცენტრს. ცენტრი ამ განცხადების/დოკუმენტების მიღებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყოფს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე მის/მათ განთავსებას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – მისი/მათი ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას. საზოგადოებას უფლება აქვს, აღნიშნული განცხადების/დოკუმენტების გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე განთავსებიდან 15 დღის ვადაში სააგენტოს ამ კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები ამ განცხადებასთან/დოკუმენტებთან დაკავშირებით. აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტო იხილავს საზოგადოების მიერ წარმოდგენილ მოსაზრებებსა და შენიშვნებს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს მათ. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 12. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, ამ კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობად მიიჩნევა. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 121. თუ სკრინინგის პროცედურის შესაბამისად მიღებული სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა ან/და ექსპლუატაციის პირობების შეცვლა, მათ შორის, წარმადობის გაზრდა, გზშ-ს არ ექვემდებარება, სკრინინგის გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს საქმიანობის განმახორციელებლის ვალდებულებას, საქმიანობა განახორციელოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სკრინინგის განცხადებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით. სკრინინგის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების განუყოფელი ნაწილია და მისი შესრულება სავალდებულოა. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 13. თუ საქმიანობის განმახორციელებელი ახორციელებს გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ან ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებულ ისეთ საქმიანობებს, რომლებისთვისაც გაცემულია რამდენიმე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს განცხადებით და მოითხოვოს ამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ერთ გადაწყვეტილებად გაერთიანება. სააგენტო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაერთიანების შესახებ. 14. თუ საქმიანობის განმახორციელებელი გეგმავს ამ მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ან/და ამ კოდექსის I დანართით ან/და II დანართით გათვალისწინებული ისეთი საქმიანობების განხორციელებას, რომლებიც ტექნიკურად ან/და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირებულია, იგი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს საერთო სკოპინგის ანგარიში და მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა ამავე კოდექსის შესაბამისად. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 5 15. სააგენტოს მიერ დაჩქარებული წესით მომსახურების გაწევის საფასურის ოდენობები, საფასურის გადახდისა და მისი დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 16. სააგენტო უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული სკრინინგის განცხადების, სკოპინგის დასკვნის გაცემის თაობაზე განცხადების, სკოპინგის ანგარიშის, სკოპინგის დასკვნისა და შესაბამისი პირობების შესრულების მიზნით მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის პროცესში საჭიროების შემთხვევაში ჩართოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტი (ექსპერტები). საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურების წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. |