Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთო სასამართლოების შესახებ article 20 უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები. 1. უზენაესი სასამართლოს პალატებს ჰყავთ თავმჯდომარეები. პალატის თავმჯდომარეს (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ამ პალატის შემადგენლობიდან 10 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებს ამ პალატების შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი ამ კანონის მე-19 და 19-1 მუხლებით დადგენილი წესით. უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილების საფუძველზე პალატის თავმჯდომარის (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. 2. უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) იმავდროულად არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეები. 3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეთაგან (გარდა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარეებისა) ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი. |