Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 37 სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება. 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იხილავს საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას არა უგვიანეს 15 სექტემბრისა. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტსა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების განახლებულ დოკუმენტს წარუდგენს არა უგვიანეს 25 სექტემბრისა. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მხარჯავ დაწესებულებას შორის შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. |