Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 84 პარლამენტის პლენარული სხდომა. 1. პარლამენტის პლენარული სხდომები, გარდა დახურული სხდომისა, საჯაროდ მიმდინარეობს. პარლამენტის საჯარო პლენარულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ დადგენილი წესით აკრედიტებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებს. 2. პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. 3. საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მათი მოადგილეები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური აუდიტორი, საქართველოს გენერალური პროკურორი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილი არიან საკუთარი ინიციატივით დაესწრონ პარლამენტის პლენარულ სხდომას. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 84 4. ისეთი საკითხების განხილვისას, რომლებიც საიდუმლოების დაცვას საჭიროებს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, კომიტეტს, ფრაქციას შეუძლია დასვას პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების საკითხი. პარლამენტის პლენარული სხდომის ან მისი ნაწილის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება განიხილება და მიიღება დახურული წესით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. 5. პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე. 6. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე სხდომაზე დამსწრეთ ჩაქუჩის 2-ჯერ დარტყმით აცნობებს სხდომის დაწყებას, ხოლო 3-ჯერ დარტყმით – სხდომის დამთავრებას. ყოველი სხვა პროცედურის დაწყება და დამთავრება ჩაქუჩის 1-ჯერ დარტყმით აღინიშნება. სხდომის თავმჯდომარეს სხდომათა დარბაზში წესრიგის დაცვაში ეხმარება პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 84 7. პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზის პლენარული სხდომის სივრცეში ყოფნის უფლება, პარლამენტის წევრების გარდა, აქვთ მხოლოდ კანონპროექტზე მომხსენებლებსა და თანამომხსენებლებს, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, მანდატურებს, პარლამენტის აპარატის სხვა უფლებამოსილ პირებსა და სხდომის თავმჯდომარის მიერ დაშვებულ პირებს. |