Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტური ორგანოები. 1. წყლის რესურსების დაცვისა და წყლის რესურსებით სარგებლობის სფეროში კომპეტენტურ ორგანოებს წარმოადგენენ: ა) სამინისტრო; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ზ) მუნიციპალიტეტი; თ) საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები. 2. სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; გ) მდინარეების სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; დ) სპეციალურ წყალსარგებლობაზე ნებართვების გაცემა; ე) წყლის დაცვისა და წყლის რესურსების გამოყენების ერთიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 ვ) წყლის რესურსების ხარისხობრივი, რაოდენობრივი და ჰიდრომორფოლოგიური მონიტორინგის ორგანიზება; ზ) წყლის რესურსების გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ორგანიზება, წყალსარგებლობის ანგარიშგების მონაცემების ანალიზი, მონაცემთა ბაზის შექმნა და ოპერირება; თ) წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის ორგანიზება და წყლის რესურსების თაობაზე ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ი) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; კ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა; ლ) მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი; მ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხეების იდენტიფიცირების, შეფასების, რუკებზე დატანის, პროგნოზირებისა და ადრეული შეტყობინების სისტემების ორგანიზება; ნ) წყალდიდობისა და წყალმოვარდნის შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების მომზადების/შემუშავების ორგანიზება; ო) ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 პ) ურბანული ჩამდინარე წყლით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება; ჟ) ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტის შემუშავება; რ) საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწებზე დაცული ზონების განსაზღვრა; ს) ჰიდრომელიორაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ტ) სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა; უ) სასმელი წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის თაობაზე მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა; ფ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავება და კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის განხორციელება; ქ) ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის ხარისხის მონიტორინგის პროგრამებში ნიტრატების კონცენტრაციის განსაზღვრა; ღ) წყალდაცვითი ზოლების იდენტიფიცირება და მათი გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახვა; ყ) ყოველწლიურად წყლის ბალანსის შედგენა; შ) მტკნარი ზედაპირული წყლების, ესტუარებისა და სანაპირო წყლების ევტროფიკაციის მდგომარეობის შესწავლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით; ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) სასმელი წყლის ხარისხობრივი ნორმების შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა; ბ) ცალკეულ წყლის ობიექტზე საერთო წყალსარგებლობის შეზღუდვის ან აკრძალვის შესახებ რეკომენდაციის მუნიციპალიტეტებისთვის წარდგენა (აღნიშნული ინფორმაცია, ცნობის სახით, ასევე ეგზავნება სამინისტროს); გ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის შექმნის, საზღვრების დადგენის, სარტყლების გამოყოფისა და მათ ფარგლებში დაშვებული საქმიანობების ჩამონათვალის და საქმიანობის განხორციელების წესის შემუშავება. 4. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა. 5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდის მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციას საკუთარი უფლებამოსილების (ეკონომიკური პოლიტიკა, მდგრადი განვითარება, ენერგეტიკა, ენერგოეფექტიანობის, კლიმატის ცვლილებისა და განახლებადი ენერგიების სფეროები, დასახლებათა განვითარების დაგეგმვა და სხვა) ფარგლებში განეკუთვნება წყლის რესურსების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა. 7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან და სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელება. 8. მუნიციპალიტეტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) წყალმომარაგებისა და ტექნიკური წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება, მათ შორის: ა.ა) წყალმომარაგების სისტემებისა და ურბანული ჩამდინარე წყლის შეგროვებისა და გაწმენდისთვის ტექნიკური და საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ა.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების დამტკიცება; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 6 ბ) მოსახლეობისთვის სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონისა და მისი სარტყლების საზღვრების, აგრეთვე ამ ზონის ფარგლებში მოქმედი რეჟიმების გაცნობა; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა. 9. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |