Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 28 ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. 1. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეკრძალებათ, აცნობონ კლიენტს ან სხვა პირს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად განხორციელდება ან ხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინება ან წარედგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან განხორციელდება ან ხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით აკრძალულ ქმედებად არ მიიჩნევა: ა) ანგარიშვალდებული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის (დოკუმენტის) კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა; ბ) ინფორმაციის გავრცელება ერთი ჯგუფის წევრებს შორის, თუ ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად დანერგილია ჯგუფის დონეზე შესაბამისობის კონტროლის სისტემა; |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 28 გ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს შორის ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ერთი იურიდიული პირის სახელით ან მფლობელობის, მმართველობის ან შესაბამისობის კონტროლის ერთიანი სტრუქტურის (სისტემის) ქვეშ მოქმედი იურიდიული პირების სახელით ახორციელებენ; დ) ინფორმაციის გავრცელება ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს ან ასეთ პირებსა და სხვა იურისდიქციაში რეგისტრირებულ ან მოქმედ ანალოგიურ პირებს შორის, რომლებიც ერთ პროფესიულ კატეგორიას განეკუთვნებიან, ერთსა და იმავე კლიენტთან და გარიგებასთან დაკავშირებით; ე) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირის მცდელობა, გადაარწმუნოს კლიენტი, რათა მან უკანონო ქმედება არ განახორციელოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გაავრცელოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ, თუ ყველა შემდეგი პირობა დაკმაყოფილებულია: |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 28 ა) ინფორმაციის გავრცელების მიზანია უჩვეულო გარიგების შესწავლა, საეჭვო გარიგების გამოვლენა ან/და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა; ბ) ანგარიშვალდებულმა პირმა მიიღო გონივრული ზომები ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის და მისი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად; გ) სხვა იურისდიქციის კანონმდებლობა ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულის ეკვივალენტურ ან უფრო მკაცრ მოთხოვნებს ითვალისწინებს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურის მითითებით შეიძლება შეიზღუდოს ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურის მიერ ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოთხოვის შესახებ ან სამსახურის მითითებით ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 28 5. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა ნორმატიული აქტით ან ხელშეკრულებით განსაზღვრული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულების დარღვევისთვის ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების ან სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) სამსახურისთვის წარდგენის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. 6. ანგარიშვალდებულ პირს, მის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ეკრძალებათ იმ თანამშრომლის ვინაობის გამჟღავნება, რომელიც ამავე კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ახორციელებს ღონისძიებებს უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით ან რომელმაც ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ან რომელიც სამსახურის მითითებით ახორციელებს ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ ღონისძიებებს. ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული თანამშრომლის დაცვა მუქარისგან, დისკრიმინაციული მოპყრობისგან ან სხვა უკანონო ზემოქმედებისგან. |