Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 20 საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე. 1. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვენციების შესაბამისად. 2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება: ა) ტერიტორიის შიგნით რეგულირებით; ბ) ტერიტორიის გარეთ რეგულირებით; გ) დროებითი რეგულირებით. 3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით. 4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება: ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სახის შეცვლა; ბ) ექსპლუატაციის ან რაიმე სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება; გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება; დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება; ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა; ვ) დაცული ტერიტორიის ინდვიდუალური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი სხვა საქმიანობა. 5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება: ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში; |
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 20 ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერციული საქმიანობა, შენობების, გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა, ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება; გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში; დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ; ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ტრადიციული შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის ან დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით განსაზღვრული საქმიანობისათვის არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსის (ფიქლის ქვის) მოგროვება, რომლის მოპოვების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება: ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა; ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა; დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება; ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია; |
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ article 20 ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან; თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან. ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე. 7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება: ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე; ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით). 8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება: ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში; ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშვნელოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით); გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება); დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია. |