FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პოლიციის შესახებ

article  18

პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები.
1. პოლიცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისათვის საფრთხის თავიდან აცილების ან მათი დარღვევის აღკვეთის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს:
    ა) პირის გამოკითხვა;
    ბ) პირის იდენტიფიკაცია;
    გ) პირის მოწვევა;
    დ) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;
    ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;
    ვ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;
    ზ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;
    თ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;
    ი) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;
    კ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;
    ლ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
2. პოლიცია სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს  ახორციელებს ამ კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
3. პოლიციელი ვალდებულია, თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია მისი, როგორც პოლიციელის, იდენტიფიცირება, პირს წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუკი ეს ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებას.
პოლიციის შესახებ

article  18

4. პოლიცია პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებისას ითვალისწინებს არასრულწლოვანთა განსაკუთრებულ თავისებურებებსა და საუკეთესო ინტერესებს.