FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

თავდაცვის კოდექსი

article  173

მოხალისის უფლება-მოვალეობები და სოციალური დაცვა.
1. ეს კოდექსი მოხალისეს არ უზღუდავს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უფლებას.
2. მოხალისეს უფლება აქვს:
    ა) ისარგებლოს ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის განსაზღვრული სოციალური გარანტიებით;
    ბ) ისარგებლოს შესაბამისი ქონებით.
3. მოხალისე ვალდებულია:
    ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე მოხალისეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება/ღონისძიება განახორციელოს ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი  ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან შეთანხმებით, სამართლებრივი და ეთიკური პრინციპებისა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით;
    ბ) ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია იმ საფრთხის ან რისკის შესახებ, რომელიც შეიძლება მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებამ გამოიწვიოს;
    გ) იზრუნოს იმ ქონებაზე, რომელსაც იგი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს;
    დ) დროულად განაცხადოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა ისეთი ვითარების შესახებ, რომელიც მას მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის.
თავდაცვის კოდექსი

article  173

4. სამინისტროს/ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებისას მოხალისის დაჭრის/დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში მოხალისეზე/მისი ოჯახის წევრზე ვრცელდება ამ კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით სამხედრო მოსამსახურისთვის ასეთი შემთხვევისთვის დაწესებული სოციალური გარანტიები.
5. მოხალისის ქმედებით გამოწვეულ ზიანს სახელმწიფო ანაზღაურებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხალისემ ეს ქმედება განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. მოხალისე ვალდებულია აანაზღაუროს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი.
6. მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია.
თავდაცვის კოდექსი

article  173

7. მოხალისეობის განხორციელებისას პირს უნარჩუნდება უმუშევრის სტატუსი. მას უფლება აქვს, ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით უმუშევართათვის გათვალისწინებული შეღავათითა და დახმარებით.