Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 193 ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტისა და ქსოვილის ტიპირების რეაგენტის შემოტანა. 1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა: ა) ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება; ბ) სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი; გ) ქსოვილის ტიპირების რეაგენტი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის: ა) „ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერება“ არის ადამიანის სისხლი და მისი დერივატები (მთლიანი სისხლი, მშრალი პლაზმა, ალბუმინი, პლაზმის ცილების სტაბილიზებული ხსნარი, იმუნოგლობულინი, ფიბრინოგენი); ბ) „სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური, მცენარეული ან სხვა წარმოშობის რეაგენტი, რომელიც ადამიანის სისხლის ჯგუფისა და სისხლის შეუთავსებლობის დასადგენად გამოიყენება; გ) „ქსოვილის ტიპირების რეაგენტი“ არის ადამიანური, ცხოველური, მცენარეული ან სხვა წარმოშობის რეაგენტი, რომელიც ადამიანის ქსოვილის ტიპირებისთვის გამოიყენება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ საქონელზე: ა) რომელიც განკუთვნილია შესაბამისი ორგანოს მიერ განსაზღვრული ინსტიტუტის ან ლაბორატორიის მიერ არასამეწარმეო სამედიცინო ან სამეცნიერო დანიშნულებით გამოსაყენებლად; ბ) რომელსაც თან ახლავს გამომგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი; |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 193 გ) რომელიც სპეციალური მაიდენტიფიცირებელი ეტიკეტით მარკირებულ კონტეინერშია მოთავსებული. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება აგრეთვე ადამიანური წარმოშობის სამკურნალო ნივთიერების, სისხლის ჯგუფის განმსაზღვრელი რეაგენტის, ქსოვილის ტიპირების რეაგენტის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ შესაფუთ მასალაზე და მისი გამოყენებისთვის საჭირო ნებისმიერ გამხსნელსა და აქსესუარზე, რომლებიც შეიძლება სასაქონლო პარტიის ნაწილი იყოს. |