Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 30 სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. 1. პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აქვს: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში − სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამხედრო სასწავლებელში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვებიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; დ) სამინისტროს სისტემაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში სამხედრო თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ე) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის გავლის დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. 3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; |
თავდაცვის კოდექსი article 30 ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება. 4. საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის, მობილიზაციის დროს სამხედრო მოსამსახურის სტატუსის თავისებურებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 5. სამხედრო მოსამსახურე სახელმწიფო კმაყოფაზე იმყოფება. 6. ტყვედ მყოფ სამხედრო მოსამსახურეს (თუ ტყვეობა ნებაყოფლობითი არ იყო და ტყვეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ ჩაუდენია), მძევლად აყვანილ, ნეიტრალურ სახელმწიფოში ინტერნირებულ სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. |