Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 116 საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები. 1. საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, აგრეთვე თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები. 2. საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით. 3. საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავებისა და თავისუფალი ზონის პროცედურებში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულისგან განსხვავებული შემთხვევები. |