Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების მართვის კოდექსი article 20 სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები. 1. სახიფათო ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დადგენილებით სხვა მოთხოვნებთან ერთად განისაზღვრება: ა) სახიფათო ნარჩენების წარმოქმნიდან საბოლოო განთავსებამდე მათი მიკვლევადობის მექანიზმები; ბ) სახიფათო ნარჩენების შეფუთვისა და ეტიკეტირების მოთხოვნები; გ) მოთხოვნები სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტისთვის; დ) მოთხოვნები მდგრადი ორგანული დამბინძურებლების ნარჩენებისადმი; ე) მოთხოვნები ისეთი სახიფათო ნარჩენებისადმი, როგორებიცაა ნარჩენი ზეთი, აზბესტის ნარჩენი და სხვა. |