FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  401

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით.
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს მთავრობა განსახილველად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. წარდგენილ კანონის პროექტს განიხილავს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა.
2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს საქართველოს მთავრობის მიერ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  401

3. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული გარანტიის გაცემასთან/რეზოლუციის პროცესის დაფინანსებასთან დაკავშირებით წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტს წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის შესაბამისი აქტით განსაზღვრული პირი. საქართველოს პარლამენტი ისმენს აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს.