FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  88

პოლიტიკური დებატები.
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედის მოთხოვნით, წინასწარ განსაზღვრულ საკითხზე, თვეში ერთხელ ინიშნება პოლიტიკური დებატები.
2. თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3 წუთი. 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუძლიათ თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილი დრო ერთმანეთს დაუთმონ ისე, რომ შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ აღემატებოდეს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  88

3. პარლამენტის წევრები სიტყვით გამოდიან შემდეგი თანამიმდევრობით: თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. უფრაქციო პარლამენტის წევრების გამოსვლის შემდეგ ერთმანეთის მონაცვლეობით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამომსვლელთა სიაში არ არის ჩაწერილი სხვა ფრაქციის წევრი. ამასთანავე, გამომსვლელთა გადანაწილებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ საბოლოო გამომსვლელი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას.
4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გამომსვლელთა თანამიმდევრობა ამ მუხლით გათვალისწინებული სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს.
5. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომსვლელისთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.
6. პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, პოლიტიკური დებატების ბოლოს ისარგებლოს 15-წუთიანი გამოსვლის უფლებით.