Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 26 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 11. სამართალდამრღვევს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. 2. ამ კანონის მე-17−23-ე და 24-ე მუხლებითა და 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს შესაბამისი მუხლით/პუნქტით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმის გაორმაგებას. 3. სამართალდამრღვევისთვის ამ თავით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისგან. 4. ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს დეპარტამენტი. 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს ამ კანონის მე-17–25-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს. 6. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივროს სასამართლოში. |