Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 55 სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება. 1. ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამავე კანონის 31-ე და 33-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე თავშესაფრის მაძიებელი/საერთაშორისო დაცვის მქონე პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით და ეკისრება ამავე კანონით განსაზღვრული მოვალეობები. 3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების ან/და საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 55 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის. ამ ვადის დარღვევით აღნიშნული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და დასაშვებია მისი უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. |