Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 13 წყალსარგებლობის ზოგადი პირობები. წყალსარგებლობისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს დაბინძურებისგან და დანაგვიანებისგან საიმედოდ დაცული ზედაპირული წყალი ან/და მიწისქვეშა წყალი, რომლის ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს; ბ) სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა საწარმოები, რომლებსაც წარმოექმნებათ დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლები და რომლებიც ექვემდებარებიან ამ კანონით გათვალისწინებულ, ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების სანებართვო რეჟიმს წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების დაბინძურებისგან დასაცავად, უნდა აღიჭურვონ საწარმოს სპეციფიკის შესაბამისი, ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობით (მოწყობილობით); გ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი საქონლის გადარეკვისას ვალდებულია, დაიცვას საქონლის გადასარეკ ტრასაზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები დაბინძურებისა და დაშრეტისგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისგან; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 13 დ) წყალმოსარგებლე ვალდებულია, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას, უსაფრთხოების ნორმებისა და არსებული ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, დაუბრკოლებლად დაუშვას თავის ტერიტორიაზე და მოთხოვნისთანავე მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ე) განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიის ან/და ეპიზოოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს ან/და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე − სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო; |
წყლის რესურსების მართვის შესახებ article 13 ვ) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ვალდებულია, ზედაპირული წყლის და მიწისქვეშა წყლის დაბინძურების აღკვეთის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ნიადაგის გატენიანება-განოყიერება განახორციელოს რწყვის და ნიადაგში შესატანი საკვები ნივთიერებების დასაშვები ნორმების დაცვით; ასევე, ზედაპირული წყლის ობიექტში ევტროფიკაციის განვითარების აღკვეთის მიზნით, არ დაუშვას ორგანული ნივთიერებების მოხვედრა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ნიადაგების ეროზია. |