FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს საჰაერო კოდექსი

article  15

ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება.
1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებსა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას, ახარისხებს, აერთიანებს მათ, ახდენს მათ რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად), ინახავს და დადგენილი ფორმატით აქვეყნებს და ავრცელებს მათ.
3. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს და მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს და ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტს საქართველოს სახელმწიფოს სახელით აქვეყნებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო.