Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 53 ძალადობისგან ბავშვის დაცვა. 1. ბავშვს უფლება აქვს, დაცული იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, ჩაგვრისგან, იძულებისგან, დაზიანებისგან, უგულებელყოფისგან, დაუდევარი მოპყრობისგან, წამებისგან, ექსპლუატაციისგან, არასრულწლოვნით ვაჭრობისგან (ტრეფიკინგისგან) და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმისგან ნებისმიერ ოჯახში, სკოლაში და სხვა ადგილზე, მათ შორის, ინტერნეტსივრცეში. # # # # # # # # # # 2. აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურების მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში ან/და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, პენიტენციურ დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 53 3. აკრძალულია ბავშვის მიმართ ტრადიციული რიტუალის აღსრულების მიზნით ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას, წამებას, მისდამი სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას (მათ შორის, გოგონას სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ოპერაციის ან მანიპულაციის ჩატარება რეპროდუქციის უნარის მოსაშლელად), მიუხედავად ბავშვის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობისა. 4. აკრძალულია ბავშვის მიმართ სამედიცინო დახმარების ან მკურნალობის ისეთი მეთოდების (მათ შორის, აქტიური ბიოლოგიური (შოკური, კრუნჩხვითი და სხვა) მეთოდების) გამოყენება, რომლებიც ითვალისწინებს ბავშვის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ იძულებას და ეწინააღმდეგება მის საუკეთესო ინტერესებს. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პრაქტიკად არ ითვლება ისეთი ტრადიციული რელიგიური რიტუალი, როგორიცაა ნათლობა. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 53 6. სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვის დასაცავად მიიღოს შესაბამისი ადმინისტრაციული, სოციალური და საგანმანათლებლო ზომები, მათ შორის, შექმნას ეფექტიანი მექანიზმები ბავშვისა და მისი ოჯახის მხარდაჭერისთვის, ბავშვის მიმართ ან ბავშვებს შორის ძალადობის ნებისმიერი ფორმის პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, მის შესახებ შეტყობინებისთვის, გასაჩივრებისთვის, რეფერირებისა და გამოძიებისთვის, ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და მისი უფლებების აღდგენისთვის საჭირო სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. |