Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საპატენტო კანონი article 47 მომსახურების საფასური. 1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის, საპატენტო ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე ექსპერტიზისთვის, ხელახალი ექსპერტიზისთვის, სასარგებლო მოდელზე დაცვისუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისთვის, განაცხადის გამოქვეყნებისთვის, პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის რეგისტრაციისთვის, ყოველწლიურად პატენტის/სასარგებლო მოდელის მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის გასაცემად საქმის წარმოებისთვის, დაცვის დამატებითი მოწმობის რეგისტრაციისთვის, გამოქვეყნებისთვის, ყოველწლიურად დაცვის დამატებითი მოწმობის ძალის შენარჩუნებისთვის, სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის, რეესტრის მონაცემებში ცვლილების შეტანისთვის და კანონით განსაზღვრული სხვა ქმედებების განხორციელებისთვის გადაიხდება შესაბამისი საფასური. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას. 3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. 5. ვალიდირებული ევროპული პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური გადაიხდება საქპატენტში ევროპული პატენტის გაცემის თაობაზე ინფორმაციის ევროპულ საპატენტო ბიულეტენში გამოქვეყნების წლის მომდევნო წლებისთვის. |