Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 54 მრავალჯერადი ყადაღის დადება და ფულად მოთხოვნათა აღსრულების რიგითობა. 1. ქონებას ერთდროულად შეიძლება ყადაღა დაედოს მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ. ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. თუ ქონებას პირველი ყადაღა დაადო სხვა აღმასრულებელმა, მას უნდა ეცნობოს ყადაღის დადების რეგისტრაციის შესახებ. |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 54 2. ერთი მოვალის მიმართ რამდენიმე სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ფულადი მოთხოვნების სხვადასხვა აღმასრულებლის მიერ აღსრულების შემთხვევაში მოვალის ერთი და იმავე ქონების აუქციონის წესით ან სხვაგვარ რეალიზაციას ახორციელებს ის აღმასრულებელი, რომელმაც ყველაზე ადრე დაარეგისტრირა ყადაღა იარაღსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოში, სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე – სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში, ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე − ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, საზღვაო ხომალდზე – საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ფასიან ქაღალდზე – ფასიანი ქაღალდების რეესტრის მწარმოებელ შესაბამის პირთან, ხოლო სხვა ქონებაზე – საჯარო რეესტრში. აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის დროის მიხედვით (საათობრივად და წუთობრივად). |
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 54 21. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების აღსრულების რიგითობის განსაზღვრის მიზნებისათვის, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების იძულებითი აღსრულებისას მოვალის ქონებაზე ყადაღა აღმასრულებლის მიერ დადებულად ითვლება აღნიშნულ ბრძანებასთან დაკავშირებით სააღსრულებო წარმოების დაწყების მომენტიდან. 3. ყადაღის რეგისტრაცია ხდება უშუალოდ ყადაღის დადების დამადასტურებელი დოკუმენტის (აქტის), ამ დოკუმენტის (აქტის) ელექტრონული ასლის, აგრეთვე ყადაღის დადების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის საფუძველზე. 4. ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით ქონების რეალიზაციის შეჩერების შემთხვევაში ამ ქონებაზე აღსრულებას შემდეგი კრედიტორის სასარგებლოდ აგრძელებს ის აღმასრულებელი, რომლის ყადაღაც მომდევნო რიგშია რეგისტრირებული. ქონების რეალიზაციის შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შემდეგი კრედიტორის აღმასრულებელს. |