FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  58

საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშები.
1. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) მიერ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ცენტრალური ორგანო ვალდებულია კომპეტენტურ ორგანოს წარუდგინოს საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიში, თუ მხარეები შეთანხმდნენ ამაზე. მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებული არიან (ვალდებულია), ცენტრალურ ორგანოს ხელი შეუწყონ (შეუწყოს) ამ ანგარიშის მომზადებაში.
2. უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) მიერ საქართველოში მუდმივად მცხოვრები გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო ვალდებულია ბავშვის შვილად აყვანიდან პირველი ორი წლის განმავლობაში 6 თვეში ერთხელ, ხოლო მესამე წელს – წელიწადში ერთხელ ცენტრალურ ორგანოს წარუდგინოს ანგარიში შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ, თუ მხარეები ანგარიშის უფრო ხშირად წარდგენაზე არ შეთანხმდნენ.
3. ბავშვის შვილად აყვანიდან სამი წლის შემდეგ ცენტრალურმა ორგანომ, საჭიროებისამებრ, შეიძლება მოითხოვოს მისთვის შვილად აყვანილი ბავშვის შესახებ ანგარიშის წარდგენა ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე ნებისმიერ დროს.
4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემდგომი ანგარიშების წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

article  58

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ანგარიშები წარდგენილი უნდა იქნეს წარმოშობის სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, მიმღები სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე დამოწმებული თარგმანით, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდნენ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადების (თარგმნისა და სანოტარო წესით დამოწმების) ვალდებულება ეკისრებათ (ეკისრება) მშვილებლებს (მშვილებელს).
7. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მშვილებლების (მშვილებლის) მიერ ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.