Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ article 13 დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი. 1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი . აღნიშნული ვადის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს სხვა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, რომელიც კომპაქტურადაა დასახლებული უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებით . შესაძლებელია რამდენიმე სახელმწიფოში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი. 3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს : ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებები; ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან; გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას; |
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ article 13 დ) შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ამ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე. 4. სასურველია, დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად დასანიშნ პირს გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე ან/და იგი ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. 5. პირი დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით. 6. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას; დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ არ მიუღია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას; ვ) გარდაცვალებისას. 7. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. 8. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი: |
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ article 13 ა) ხელს უწყობს საქართველოსა და შესაბამის დიასპორას შორის ურთიერთობებ ს; ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობა ს; გ) ხელს უწყობს დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ს; ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ვ) აქტიურად მონაწილეობს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას ; ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას დიასპორასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ხელს უწყობს შესაბამის დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას; კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის დავალებებს. 9. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. |
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ article 13 10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციი რებული პროექტები დაფინანსდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციი რებული პროექტები შესაძლებელია აგრეთვე დაფინანსდეს სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით. 14. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისთვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ. |
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ article 13 15. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 16. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, რომლებსაც მისი წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი. 17. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მოადგილე ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს. |