Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტურიზმის შესახებ article 20 ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების სხვა ცვლილებები. 1. პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მას ამ ხელშეკრულებით მიენიჭა ცალმხრივი ცვლილების უფლება; ბ) შესაბამისი ცვლილება უმნიშვნელოა; გ) იგი შესაბამისი ცვლილების შესახებ ტურისტს შეატყობინებს წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით. 2. თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები, ან ვერ ასრულებს იმ სპეციალურ მოთხოვნებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, ან ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პაკეტის ღირებულებას 8 პროცენტზე მეტით ზრდის, ტურისტს ტუროპერატორის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში უფლება აქვს: ა) დაეთანხმოს შეთავაზებულ ცვლილებებს; ბ) შეწყვიტოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება ხელშეკრულების შეწყვეტის საფასურის გადახდის გარეშე. 3. თუ ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე. |
ტურიზმის შესახებ article 20 4. ტუროპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით, მკაფიო და გასაგები ფორმით ტურისტს შეატყობინოს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და შესაბამის შემთხვევაში ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ღირებულების ცვლილებისა და ამ ცვლილების ღირებულებაზე გავლენის შესახებ ინფორმაცია; ბ) იმ გონივრული ვადის შესახებ, რა ვადაშიც ტურისტი ვალდებულია ტუროპერატორს აცნობოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ; გ) იმის შესახებ, რომ ტურისტის მიერ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ ტურისტი ეთანხმება შესაბამის ცვლილებებს; დ) შეცვლილი პაკეტის ღირებულების შესახებ ინფორმაცია შესაბამისი გარემოებების არსებობისას. 5. თუ პაკეტის დაწყებამდე ტუროპერატორი იძულებულია მნიშვნელოვნად შეცვალოს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულების ძირითადი მახასიათებლები და ტურისტი წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას, ტუროპერატორს შეუძლია შესთავაზოს მას იმავე ან უკეთესი ხარისხის პაკეტი, ხოლო ტურისტს უფლება აქვს, მიიღოს შეთავაზება ან უარი განაცხადოს მასზე. ამ შემთხვევაში ტურისტი უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი ღირებულების შემცირება, თუ შეთავაზებული პაკეტის ახალი პირობები ან ახალი პაკეტის პირობები წინა პაკეტზე დაბალი ხარისხის ან ღირებულებისაა. |
ტურიზმის შესახებ article 20 6. თუ ტურისტი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წყვეტს ტურისტული პაკეტის ხელშეკრულებას და არ ეთანხმება შეცვლილ პაკეტს, ტუროპერატორი ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა, ტურისტს დაუბრუნოს ამ ხელშეკრულების თანახმად გადახდილი პაკეტის ღირებულება ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების შესაბამისად. |