Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 59 სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებთან და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა. გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობაში მყოფი სხვა პირის მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ამ ოპერაციების შესახებ არასწორი ჩანაწერების შეტანა ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 59 1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში პერსონალის გადამზადების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 2. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში დოკუმენტაციის წარმოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეტყობინების მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 3. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და მონიტორინგის ხელსაწყოების გამოყენების ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 4. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო პერსონალის ან/და სამედიცინო დასხივების დროს პაციენტის დაუსაბუთებელი დასხივება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 59 5. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული ობიექტის, ბირთვული მასალის, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ან/და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული დაცულობის უზრუნველყოფის მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 200 ლარის ოდენობით. 6. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ ბირთვული და რადიაციული საქმიანობის გაფართოების შესახებ შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მარეგულირებელი ორგანოსთვის წარდგენის ვალდებულების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. 7. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელების დროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების დარღვევის ან/და ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების გეგმის შეუსრულებლობის გამო მოსახლეობის დასხივება ან/და გარემოს დაბინძურება, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 800 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 59 8. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგისტრაციის ან/და ლიცენზიის გარეშე მაიონებელი გამოსხივების მაგენერირებელი წყაროებისადმი (გენერატორებისადმი) მოპყრობა – |