Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 15 რეალიზატორი და მისი საქმიანობის ფარგლები. 1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად ცხოველს ყიდის რეალიზატორი. 2. რეალიზატორი ვალდებულია მარეგისტრირებელი ორგანოსთვის მიმართვით უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილი წესით. 3. რეალიზატორი ვალდებულია ცხოველის მიღებისთანავე გადაამოწმოს მისი იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია. 4. რეალიზატორს უფლება არ აქვს, ჰყავდეს ცხოველი, რომელიც რეგისტრირებული არ არის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 5. ცხოველის კეთილდღეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველსაყოფად რეალიზატორი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ცხოველის კვება-დარწყულება; ბ) უზრუნველყოს ცხოველის განსათავსებელი სივრცის გამოყოფა, მისი სათანადო ინსოლაცია/განათება, დათბუნება და ვენტილაცია; გ) უზრუნველყოს ცხოველის რეგულარული გასეირნება; დ) უზრუნველყოს ცხოველი ვეტერინარული მომსახურებით, მათ შორის, ცოფისა და სხვა საშიში დაავადებების საწინააღმდეგო დროული ვაქცინაციით; ე) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; ვ) სარეალიზაციო ობიექტის ტერიტორიაზე არ დაუშვას არავაქცინირებული (ანტირაბიული ვაქცინაცია) ან/და საშიში (მათ შორის, ზოონოზური) დაავადების მქონე ცხოველი; |
შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ article 15 ზ) არ დაუშვას 2 თვის ასაკამდე ლეკვისა და 4 თვის ასაკამდე კნუტის დედისგან მოშორება გაყიდვის მიზნით; თ) უზრუნველყოს სარეალიზაციო ობიექტზე ცხოველის შემოყვანისა და გაყიდვის აღრიცხვა. 6. რეალიზატორი ვალდებულია განახორციელოს აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, ინფორმაციის დროული გაცვლით ცხოველის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. |